ბათუმში ახალგაზრდა სასტიკად სცემეს

14 ნოემბერი 2017, 00:00 6196 ნახვა

ბათუმში, ახალგაზრდა კაცის სასტიკად ცემის შესახებ საქმე არ აღძრულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაზარალებული ცემის ფაქტს უარყოფს. უწყებაში ინფორმაცია არც სასწრაფო დახმარების სამსახურიდან შესულა. ცენტრში ამბობენ, რომ ამ მისამართზე გამოძახება დაფიქსირდა, თუმცა, იქ მისულებს დაზარალებული გადაყვანილი დახვდათ.

ინციდენტის თვითმხილველები ამბობენ, რომ ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდნენ. "ბავშვი ძირს რომ ეგდო, მაშინ დავინახე. რამდენი იყვნენ არ დამინახავს, უკვე ცუდად რომ იყო ბავშვი და სასწრაფო მოვიდა. ხმაური იყო, მაგრამ მაღაზიიდან მე ვერ გავდივარ. ძირს ეგდო ბავშვი.

პოლიციაც მოვიდა და სასწრაფოც” - ამბობს თვითმხილველი. ბათუმში ახალგაზრდა ბიჭი 7–მა კაცმა სასტიკად სცემა - ინფორმაცია ამის შესახებ პირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ამავე კატეგორიაში