საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია

23 ივნისი 2016, 00:00 3177 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა. ეროვნულმა ნაკრებმა 6 მედალი და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია, ბათუმელი რამაზ ზოიძე და ზვიად პატარიძე გახდნენ, ვერცხლის მედლები ლევან ქავჟარაძემ და გიორგი მელიამ მოიპოვეს, ბრინჯაოს დავით ჩხარტიშვილი დაეუფლა. საერთო გუნდურ ჩათვლაში ნაკრებმა 62 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე რუსეთი გავიდა 50 ქულით, მესამეზე აზერბაიჯანი 48. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი რამაზ ზოიძე გახდა. ფინალში მსოფლიოს ჩემპიონმა აჭარიდან ქულების უპირატესობით 10 ით-0 უკრაინელ პავრიზ ნასიბოვს სძლია.

ამავე კატეგორიაში