''ყოფილი მოსამართლე პარლამენტის წინააღმდეგ''

10 ნოემბერი 2017, 00:00 2872 ნახვა

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ლალი ლაზარიშვილი სახელმწიფო კომპენსაციას მოითხოვდა, რომელიც არსებული კანონმდებლობის თანახმად მოსამართლეობის სტატუსის საპენსიო ასაკს მიღწეულ და 2005 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ მოსამართლეებს გადაეცემა.

მოსარჩელე ნორმის მიხედვით განსაზღვრულ მოთხოვნებს დისკრიმინაციულად მიიჩნევდა და სასამართლოსგან ნორმის გაფართოვებას მოითხოვდა, რათა სახელმწიფო კომპენსაციით სარგებლობის უფლება მასაც მიეღო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით კი მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას სცდება, რის გამოც ლალი ლაზარიშვილის სარჩელი პლენუმმა არ დააკმაყოფილა.

ამავე კატეგორიაში