146 მილიონ 121 ათასი ლარი იქნება მომავალ წელს ბათუმის ბიუჯეტი

07 ნოემბერი 2017, 00:00 2736 ნახვა

146 მილიონ 121 ათასი ლარი იქნება მომავალ წელს ბათუმის ბიუჯეტი. იგი გასულ წელთან შედარებით 18 მილიონით ნაკლებია. პრიორიტეტი  2018 წელსაც ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომელზეც საბიუჯეტო თანხის 55% დაიხარჯება.

ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველად ვარიანტს არ იცნობს საკრებულოს წევრების ნაწილი. ოპოზიცია წარმომადგენლობითი ორგანოს სისუსტეზე საუბრობს, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ბიუჯეტი მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული. ბიუჯეტი  საბოლოოდ საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, მანამდე კი საჯარო განხილვები, რომელიც ხვალიდან დაიწყება. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში