მოჭადრაკეთა ნაკრების გამარჯვება

07 ნოემბერი 2017, 00:00 2861 ნახვა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების მორიგი წარმატება. ევროპის ჩემპიონატზე გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. საკუთარ დაფაზე კი ბელა ხოტენაშვილმა და სალომე მელიამ, ოქროს მედლები მიიღეს, ლელა ჯავახიშვილმა კი ვერცხლი მოიპოვა.

ნაკრებში ასევე ასპარეზობდნენ: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი და ლელა ჯავახიშვილი. ტურნირი საბერძნეთში ჩატარდა. მასში 32 ქვეყანა ასპარეზობდა. ჩემპიონატის გამარჯვებული რუსეთის ნაკრები გახდა, მესამე საპრიზო ადგილზე უკრაინა გავიდა. მოჭადრაკეები საქართველოში ხვალ დაბრუნდებიან.

ამავე კატეგორიაში