ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში

05 ნოემბერი 2017, 00:00 2381 ნახვა

ყინულის ჰოკეიში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გაიხსნა. პირველი ტურის შეხვედრები ბათუმის სპორტულ - ახალგაზრდული ცენტრის ყინულის მოედანზე იმართება. მატჩები დღეს დასრულდება.

ტურნირი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება და მასში 8 გუნდი მონაწილეობს, მათ შორისაა ბათუმის, ქუთაისის, თბილისისა და ბაკურიანის გუნდები. ყინულის ჰოკეიში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გაზაფხულზე დასრულდება.    

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში