საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა

05 ნოემბერი 2017, 00:00 1700 ნახვა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, ერთ-ერთ კონკურენტს ესპანეთს ანგარიშით - 4:0 სძლია და 12 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. თავიანთი პარტიები მოიგეს - ნანა ძაგნიძემ, ნინო ბაციაშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა და სალომე მელიამ.

ქალთა ჩემპიონატს 13 ქულით რუსეთის ნაკრები ლიდერობს,  რუსეთმა 3:1 მოუგო იტალიას. ქულით ნაკლები აქვს ქართულ გუნდს, ხოლო 10-10 ქულით მესამე და მეოთხე ადგილებს პოლონელები და თურქები ინაწილებენ.

მომდევნო ტურში ცენტრალური სწორედ ამ ოთხეულის შეხვედრა იქნება: თურქეთი - რუსეთი და პოლონეთი - საქართველო. მერვე ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე პოლონეთი იქნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი