თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს 

04 ნოემბერი 2017, 00:00 2744 ნახვა

თურქეთში სირიელი ლტოლვილების უკანონო გზით საბერძნეთში გადაყვანის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ტელეარხ „მილიეტი“-ს ცნობით, კურორტ მარმარისთან, ქალაქ ასპარანის მახლობლად პოლიციამ გააჩერა მიკროავტობუსი, რომლითაც 12 სირიელი ლტოლვილი საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე უკანონო გზით მოხვედრას ცდილობდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, სირიელი დევნილების საზღვარზე უკანონო გზით გადაყვანას საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები  ცდილობდნენ. ისინი ამჟამად დაკავებულები არიან. მათი საქმე სასამართლოს გადაეცა.

ამავე კატეგორიაში