ნატოს ხომალდები ბათუმში

03 ნოემბერი 2017, 00:00 3825 ნახვა

ნატო-ს დროშით მცურავი, ნატო-ს წევრი ქვეყნების 4 სამხედრო ხომალდი ბათუმის ნავსადგურში - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მტკიცე მხარდაჭერის მორიგი მკაფიო გზავნილი – ასე აფასებს ქართული მხარე ხომალდების საქართველოს წყლებში შემოსვლას და დაგეგმილ წვრთნებს. ბათუმის ნავსადგურში, უკვე მესამედ შემოვიდა ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთების საფლანგო ხომალდი.

დელეგაციას ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, ვიცე - ადმირალი ხელმძღვანელობს. ერვი ბრეჟონს საქართველოს შინაგან საქმეთა  მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდა, ცოტა ხნის წინ გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია მედიისთვის. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში