ნარჩენების გადამუშავების საკითხი ღიად რჩება

01 ნოემბერი 2017, 00:00 2909 ნახვა

აშენდება თუ არა ერთი წლის წინ, ბათუმის მოქმედი მერის მიერ დაანონსებული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა, უცნობია. გიორგი ერმაკოვმა, კომისიასთან ერთად არაერთი შეხვედრა გამართა და დაინტერესებული ბიზნესმენების წინადადებებიც განიხილა.

საუბრობდნენ მემორანდუმის გაფორმებაზე კერძო კომპანიასთან, რომელსაც მერია ეკონომიკის სამინისტროსთან რეკომენდაციას გაუწევდა. მას კი უფლება ექნებოდა აეშენებინა ქარხანა და შემოსავალიც მიეღო. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ცეცხლაურში, სანიტარული პოლიგონის მშენებლობის დაწყებაზე.

შპს “ჰიგიენა 2009”-ში ამბობენ, რომ კერძო კომპანიის შემოყვანა ამ მიმართულებით არარეკომენდებულია, რადგან ამან შესაძლოა იმოქმედოს ტარიფების გაზრდაზე. რას ამბობს გიორგი ერმაკოვი, რა ეტაპზე იყო განხილვა და რა მოხდა რეალურად – ამის გარკვევას ჯენი კვანტალიანი ცდილობდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში