სპორტი მთავარში

31 ოქტომბერი 2017, 00:00 2296 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 10 და 13 ნოემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ვლადიმირ ვაისმა დღეს ის 24 ფეხბურთელი დაასახელა,რომელიც უახლოესი ორი მატჩისთვის მოემზადება. გაფართოებულ შემადგენლობაში ვლადიმერ ვაისი კიდევ რვა ფეხბურთელს მოიაზრებს. ეროვნული ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებლად 6 ნოემბერს შეიკრიბება. უკვე 10 ნოემბერს, 17 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე კვიპროსს შეხვდება. 13 ნოემბერს, 18 საათზე, ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება.

ხვალ, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ახალ სეზონში „ბათუმი“ პირველ საშინაო შეხვედრას, „სოხუმის“ წინააღმდეგ გამართავს. ბათუმელებს სამი გასვლითი შეხვედრიდან  2 მოგებული აქვს, ერთადერთი მარცხი კი პირველ ტურში ქუთაისის წინააღმდეგ განიცადეს.ხვალინდელი შეხვედრა -  ბათუმსა და სოხუმს შორის 18:30 საათზე დაიწყება.

20-29 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ ახალგაზრდა მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები წარმატებით გამოვიდა და 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონი სახილ ალახვერდოვი გახდა. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - ოთარ ნავერიანმა და  ბადრი ხუციშვილმა   კრივის ფედერაციას წარმატებული სეზონი დღეს  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მიულოცა. ქართველმა მოკრივეებმა წელს მედლები მსოფლიოს და ევროპის ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატებზეც მოიპოვეს. სამინისტროში გამართულ შეხვედრას კრივის ფედერაციის ხელმძღვანელობა და საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულ ნაკრების წვერები დაესწრნენ. 

27-28 ოქტომბერს, სომხეთში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში კადეტთა შორის, რომელშიც ჩვენი რეგიონის 7 სპორტსმენი მონაწილეობდა. 4 მათგანმა კი საპრიზო ადგილები დაიკავა. პირველ ადგილზე მინდია მგელაძე და საბა თავდგირიძე გავიდნენ, ხოლო მეორე და მესამე ადგილები გიორგი თებიძე და ემილო კახიძეს ერგოთ. აჭარის კონტაქტური კარატის ფედერაციის პრეზიდენტსა და საერთაშორისო ასპარეზზე გამარჯვებულ, წარმატებულ სპორტსმენებს დღეს  აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეიშვილი შეხვდა და მოპოვებული წარმატება მიულოცა.

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი