ონკოლოგთა ასოციაციის საგანგებო განცხადება

22 ივნისი 2016, 00:00 4850 ნახვა

''საქართველოს ონკოლოგთა ასოციაცია'' საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ასოციაციის წევრები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას თამბაქოს კონტროლის დროულად გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ონკოლოგიური დაავადებები საგანგაშოდ იზრდება, რის გამომწვევ მიზეზად თამბაქოს ასახელებენ. "სიმსივნეს მრავალი მიზეზი იწვევს, მათ შორის თამბაქოს მოხმარება. წელიწადში 10 000-ზე მეტი ადამიანი ნაადრევად გვეღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით. ყოველდღიურად მატულობს თამბაქოთი გამოწვეული სიმსივნეების, განსაკუთრებით ფილტვის კიბოს შემთხვევები. ვთხოვთ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს, ნუ გადადებთ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას და დაუყოვნებლივ მიიღეთ კანონმდებლობა, რომელიც შეამცირებს თამბაქოს მოხმარებას"_აღნიშნულია ონკოლოგთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში