უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავეს

31 ოქტომბერი 2017, 00:00 3246 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე სომხეთის 2 მოქალაქე დააკავა. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საბაზრო ღირებულება ჯამში 353 ათას  825 ლარს შეადგენს. 

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში