ე.წ. ციანიდის საქმის მოსამართლე პროკურატურაში გამოკითხეს

27 ოქტომბერი 2017, 00:00 2380 ნახვა

ვინ გაიტანა დახურული სხდომიდან აუდიო  ჩანაწერები, რომლებიც ე.წ-ლი ციანიდის საქმეს ეხება, კითხვა ისევ პასუხგაუცემელია. დღეს პროკურატურამ  მოსამართლე, ბესიკ ბუგიანიშვილიც გამოკითხა, რომელიც ირწმუნება, რომ მას მასალები მესამე პირისთვის არ გადაუცია და არც დასამალი აქვს რაიმე.

გამოკითხვაზე ამ დრომდე უარს ამბობს დაცვის მხარე.  წლის ერთ-ერთი რეზონანსული სასამართლო სხდომიდან, აუდიოჩანაწერების გაჟონვის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება 3 ოქტომბერს, მონაცემების გასაჯაროვების მუხლით დაიწყო.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში