ქობულეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული 260 ოჯახი შეისწავლეს

25 ოქტომბერი 2017, 00:00 2932 ნახვა

ქობულეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული 260 ოჯახი შეისწავლეს. მათგან 4 ადგილმონაცვლეობას საჭიროებს. 50 საცხოვრებელ სახლთან კი გადაუდებელი ფერდსამაგრი კედლების მოწყობაა აუცილებელი. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობამ  პირდაპირი შესყიდვის უფლება უნდა მოითხოვოს, ხოლო 132 სახლის   ფერდსამაგრი კედლების მოსაწყობად რამდენიმე დღეში ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ სულ 400-მდე შეტყობინებაა დაფიქსირებული. გეოლოგები დაზარალებულების მდგომარეობას ამ დრომდე სწავლობენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში