ბინების ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში დააკავეს

25 ოქტომბერი 2017, 00:00 3059 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  და საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლობის შედეგად, ბინების ქურდობის ბრალდებით საქართველოს ხუთი მოქალაქე საბერძნეთში დააკავეს.

ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდი.  

‘’გამოძიებით დადგინდა, რომ დაჯგუფების წევრები გასაქურდ ბინებს წინასწარ არჩევდნენ.  ბრალდებულები მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ ინფორმაციას აღნიშნული ბინების შესახებ, ქურდავდნენ მათ და მოპარული ნივთების რეალიზაციას ახდენდნენ. დადგენილია, რომ ბრალდებულებს საბერძნეთის რესპუბლიკაში სულ 35 ბინა აქვთ გაქურდულ’’ - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამავე კატეგორიაში