''ბათუმის დინამოს'' მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

24 ოქტომბერი 2017, 00:00 2266 ნახვა

ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა თანამდებობა დატოვა. მიზეზი ბოლო პერიოდში გუნდის წაგებული მატჩები გახდა.  ფროლოვის გადადგომას საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოში“ ადასტურებენ.  იგი ბათუმის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. ფროლოვი ბოლოს ოდესის „ჩერნომორეცის“ საფეხბურთო აკადემიის სპორტული დირექტორი იყო.

უკვე ცნობილია ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა. სეზონის ბოლომდე გუნდს ასლან ბალაძე და იური მამინაშვილი გაწვრთნიან. ასლან ბალაძე აცხადებს, რომ მისი მიზანი ბათუმის „დინამოს“ საქართველოს ეროვნულ ლიგაში დარჩენაა, რისთვისაც გუნდს წინ 5 თამაში აქვს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი