სახალხო დამცველის სარჩელის განხილვა

24 ოქტომბერი 2017, 00:00 2870 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელს განიხილავს. ომბუდსმენი ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით არსებულ საკანონმდებლო ნორმებს ასაჩივრებს.

არსებული კანონმდებლობით პოლიციას სუბიექტური ეჭვის ნიადაგზე შეუძლია ნებისმიერი მოქალაქე გააჩეროს და ანალიზისთვის  ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანოს და პასუხების ჩაბარებამდე დააყოვნოს.

სახალხო დამცველის მოსაზრებით ეს არღვევს ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს პიროვნული თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის შესახებ.  

ამავე კატეგორიაში