ღოღობერიძის პროცესი ღოღიბერიძის გარეშე და კიდევ ერთხელ გამოძახებული სასწრაფო დახმარება სასამართლოში

23 ოქტომბერი 2017, 00:00 2721 ნახვა

ღოღობერიძის პროცესი ღოღიბერიძის გარეშე და კიდევ ერთხელ გამოძახებული სასწრაფო დახმარება სასამართლოში. 11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე სხდომებს არ ესწრება.

სასამართლო განხილვა მის გარეშე, მეორე ბრალდებულის ირაკლი ჩხვირკიას დასწრებით გრძელდება. ჩხვირკია პროკურორების აცილებას ითხოვს, იგი არ ენდობა სახელმწიფო ბრალმდებელს. მოსამართლე დავით მამისეიშვილს კი პროკურორების მიუკერძოებლობაში ეჭვი არ ეპარება. მოწმე სამართალდამცველების ჩვენებების მოსმენა გრძელდება. სავარაუდოდ მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენამდე კიდევ რამდენიმე თვე რჩება, რადგან ბრალდების მხარეს სულ 300 მოწმე ჰყავს. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი