ბათუმის საკრებულოში 25 მანდატიდან 19 ''ქართულმა ოცნებამ'' მოიპოვა

22 ოქტომბერი 2017, 00:00 3283 ნახვა

არჩევნების წინასწარი მონაცემებით,  ბათუმის 25 მანდატიან საკრებულოში,  19 დეპუტატი ''ქართული ოცნებიდან'' შევა. მათ შორის 10 მაჟორიტარული სისტემით არჩეული და 9 პროპორციულით.

ბათუმის ოლქის მონაცემების თანახმად, 4 პროცენტიანი ბარიერი კიდევ სამმა პარტიამ გადალახა, საკრებულოში 4 წევრით იქნება წარმოდგენილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,” ერთით “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, ასევე  ერთი დეპუტატი წარმოადგენს ბათუმის საკრებულოში “ევროპულ საქართველოს”.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი