საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლებს აღრიცხავენ

21 ოქტომბერი 2017, 00:00 4932 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივმა  მაუწყებელმა საარჩევნო უბნებთან მოქალაქეები დააფიქსირა, რომლებიც სიებში უბანზე მოსულ ამომრჩეველს აღნიშნავდნენ. 

ჟურნალისტების მცდელობის მიუხედავად მათთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, აქტივისტები კამერების და ფოტოაპარატების დანახვაზე ტერიტორიას ტოვებდნენ. 

 

ფოტო: ქეთი ჭყონია, გადაღებულია ხელვაჩაურის ერთ-ერთ უბანთან 

სოფელი ნენიის მკვიდრები საარჩევნო უბნებამდე მიკრო ავტობუსებით მიიყვანეს. მათი ნაწილი ამბობს, რომ ტრანსპორტით მათი გადაადგილება სოფლის რწმუნებულმა უზრუნველყო. ფაქტს თავად რწმუნებული არ ადასტურებს. 

ფოტო:მზია მართალიშვილი

ბათუმის უბნებთან შეკრებილი აქტივისტები კი, ძირითადად, მოქალაქეებს ურეკავდნენ და საარჩევნო უბნებზე მისვლას მოუწოდებდნენ. 

ასეთი სახის ზარი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 5 ჟურნალისტთან განხორციელდა. 

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან, აცხადებნენ, რომ საქართველოს მასშტაბით უბნებთან აქტივისტები ამომრჩეველს აკონტროლებდნენ. "ეს კანონდარღვევა არა რის, თუმცა ამომრჩეველთა ნების კონტროლს წარმოადგენს" ამბობენ საიაში. 

ამ საკითხზე საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც გააკეთა განაცხადება. ცესკოს განმარტებით  ეს კანონდარღვევას არწარმოადგენს. 

ამავე კატეგორიაში