საქართველოს პრეზიდენტი: ''მე, როგორც კონსტიტუციის გარანტი ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს''

19 ოქტომბერი 2017, 00:00 2215 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა, რამდენიმე დღის წინ,  პარლამენტის უმრავლეობის მიერ მხარდაჭერილ ახალ კონსტიტუციაზე ხელის მოწერის გადაწყვეტილება მიიღო. 

"სამწუხაროდ ამ საკითხში ‘’ქართული ოცნება’’ არსებულ ტრადიციას ვერ გასცდა, რომელიც ერთ პარტიულ კონსტიტუცია იღებდა ხოლმე საქართველოში. პარლამენტმა მიიღო ერთპარტიული კონსტიტუცია. სწორედ ამიტომ ჩემთვის უაღრესად ძნელია დოკუმენტზე ხელის მოწერა. ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, თავიდან აცილებული უნდა იყოს დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობა,  ამიტომ მე ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ხელმოწერის მიუხედავად, პრეზიდენტი კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მთელ რიგ დებულებებს არ იზიარებს. მან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა 117 ხმით დასძლია. 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში