მასწავლებლების მხრიდან  ყვირილის ფაქტს მოსწავლეების 78.80 პროცენტი აფიქსირებს

17 ოქტომბერი 2017, 00:00 2186 ნახვა

"ყველაზე მეტი მოსწავლე  უფროსების მხრიდან მიმართვის ფორმად ყვირილს  ასახელებს" - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც უჩა ნანუაშვილმა სკოლებში მონიტორინგის საფუძველზე წარმოადგინა. სკოლებში კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერილი პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერების“ ფარგლებში ჩაატარა. 

მონიტორინგის მიხდვით საგნის მასწავლებლების მხრიდან  ყვირილის ფაქტს მოსწავლეების 78.80 პროცენტი აფიქსირებს. მოსწავლეების მხოლოდ 20 პროცენტი იხსენებს მანდატურის სამსახურის მხრიდან ხმის აწევის შემთხვევას.  

მონიტორინგი 98 საჯარო სკოლაში, 5 კერძო და 6 სკოლა-პანსიონში განხორციელდა. მონიტორინგის ფარგლებში, გამოკითხულ მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4%  ცემას ბავშვზე ძალადობად არ მიიჩნევს . 

მოსწავლეთა 37  და სკოლის თანამშრომელთა 12.7 პროცენტისთვის ძალადობა არაა წამორტყმა. ყურის აწევას არ თვლიან ძალადობად მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9 პროცენტი. 

ომბუდსმენის კვლევის მიხედვით მსგავსი დამოკიდებულებები დაფიქსირდა სხვა მრავალი ფორმის ძალადობის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინებების მიმართ.

ობმუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს, შეიმუშაოს და წარმართოს კოორდინირებული პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმების დასახვეწად. 

"მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს კვლავ გამოწვევად რჩება მოსწავლეთა დაცვა ძალადობრივი დამოკიდებულებისაგან. ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსების განსაკუთრებით, მოსწავლეებთან აქტიურ კომუნიკაციაში მყოფი პირების და თანატოლების მხრიდან; მოსწავლეთა შორის ბულინგი ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა" - ნათქვამია ომბუდსმენის დასკვნაში. .

ამავე კატეგორიაში