ბსუ-ს ქარწაღებული სახურავი

17 ოქტომბერი 2017, 00:00 10802 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ კორპუსს ქარმა სახურავი გადახადა. დაზიანებულია სახურავის 40%. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია. უნივერსიტეტის რექტორის მერაბ ხალვაშის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უკვე ესაუბრა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა, რის შემდეგაც  გამარტივებული ტენდერი გამოცხადდება. შენობაში ინვენტარი არ დაზიანებულა.

უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო პროცესი გრძელდება.

„მთელი ღამის განმავლობაში აქ ვიყავით.  ამ სართულზე საბიბლიოთეკო ფონდია. მთელი რესურსი მის გადარჩენას მოვახმარეთ. წიგნები შევფუთეთ” - ამბობს მერაბ ხალვაში.

უმაღლეს სასწავლებელში შენობის სახურავი დაახლოებით 7 წლის წინ გამოცვალეს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში