სტიქია მაღალმთიან აჭარაში

16 ოქტომბერი 2017, 00:00 3559 ნახვა

შტორმი, ძლიერი წვიმა და მეწყერი – აჭარაში სტიქიას ებრძვიან. მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენები განვითარდა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებით რთული ვითარებაა მაღალმთიან აჭარაში.

შეიქმნა გადაადგილების, ელექტროენერგიის, წყლის მიწოდების პრობლემები. მეწყერი ჩამოწვა 20-მდე სოფელში, ჩაიხერგა გზები, ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა ცენტრალური პარკი ქედაში, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ჩაინგრა ხიდი ჭვანის თემთან, ძლიერი ქარის შედეგად კი დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები ხულოში. შუახევში მეწყრის გამო საფრთხე შეექმნა ერთ ოჯახს, რომელიც ევაკუირებულია. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი