სტიქია  ხულოში

16 ოქტომბერი 2017, 00:00 2603 ნახვა

 საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები ამ წუთებში სოფელ ჩაოში ალტერნატიული გზის გაყვანაზე მუშაობს. მიზეზი სოფელში განვითარებული მეწყრული პროცესი გახდა. ჩაოსთან ერთად გარესამყაროსაა მოწყვეტილი სოფლები სტეფანაშვილები და მერჩხეთი. ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით ამ დროისთვის შეზღუდვები მოხსნილია.  

ქედლებში  საცხოვრებელ სახლებს ქარმა სახურავები გადახადა. უამინდობის გამო რამდენიმე სოფლის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესიც შეწყდა. მშობლემის ნაწილმა შვილები  არც სკოლაში არ გაუშვა. მოსახლეობა სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვს. პრობლემებია გადაადგილების კუთხით. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი