ქედაში 10 სოფელში მეწყერი ჩამოწვა

16 ოქტომბერი 2017, 00:00 3634 ნახვა

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ქედაში ელექტრომომარაგების კუთხით პრობლემები შექმნა. შუქი მუნიციპალიტეტში მხოლოდ სამ სოფელს - ზვარეს, წონიარისაა და მახუნცეთს მიეწოდება. სხვა აბონენტები კი ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილები.

ქედაში მეწყრული პროცესებიც გააქტიურდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელთა  ინფორმაციით, მეწყერი ჩამოწვა სოფელ წონიარისის, გობრონეთის, მერისის, სიხალიძეების, ხუნკუდის, არძენაძეების, ქოსოფლის, ქვედა აგარის და ტაკიძეების ცენტრალურ და შიდა სასოფლო გზებზე. ვახტანგ ბერიძის, თქმით ამ დროისთვის ტექნიკა ხუთი მიმართულებით მუშაობს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში