ბათუმი - ჩაქვის მაგისტრალური გზა პარალიზებულია

15 ოქტომბერი 2017, 00:00 10812 ნახვა

ცენტრალური გზა ჩაქვის ტერიტორიაზე პარალიზებულია. ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ. საცობი, სავარაუდოდ, ძლიერი წვიმის შედეგად, ჩაქვის ცენტრში, დატბორილმა გზამ შექმნა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, მდინარე ჩაქვის წყალი გადმოვიდა კალაპოტიდან და გზა ჩახერგა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში