პედაგოგების სიმრავლე საარჩევნო შეხვედრაზე

15 ოქტომბერი 2017, 00:00 2769 ნახვა

დაბა ქედის მოსახლეობას ქართული ოცნების მერობის კანდიდატი  შეხვდა. ლევან გორგილაძემ ამომრჩეველს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. მერობის კანდიდატისა და მისი გუნდის პრიორიტეტი სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება და სპეცტექნიკის შეძენაა.

შეხვედრაზე აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებიც იმყოფებოდნენ. ზურაბ პატარაძემ გასული ოთხი წლის მუშაობაც შეაჯამა. შეხვედრას ძირითადად პედაგოგები ესწრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში