ქობულეთში ახალი მოსაცდელების განთავსების თარიღი მეორედ შეიცვალა

14 ოქტომბერი 2017, 00:00 2034 ნახვა

33 კონსტრუქცია, რომელიც მაისის თვის ბოლოს უნდა დადგმულიყო ამ დრომდე  არ დამონტაჟებულა. თავდაპირველად მუნიციპალიტეტის გამგეობაში ხელის შემშლელ ფაქტორად დაასახელეს, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სხვა პრეტენდენტმა უჩივლა, შესყიდვების სააგენტომ კი განხილვის შედეგად საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა პროცესები გაიწელა და სამუშაოების დასრულების თარიღად აგვისტოს ბოლო დასახელდა.

ქობულეთის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ამჯერად ვადების გაწელვას შემსრულებელ კომპანიას უკავშირებს, მისი თქმით ვადა გადაცილებისა და ხარვეზების გამო კომპანიას ჯარიმა ეკისრება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში