ღამის კლუბში თანხის გამოძალვის საქმე

13 ოქტომბერი 2017, 00:00 3732 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ღამის კლუბ „ვოგში“ ძარცვის საქმის განხილვა დაასრულა, თუმცა, მოსამართლე ლევან გელოვანს დღეს განაჩენი  არ გამოუტანია. პროკურატურა 4 პირის თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს და ამტკიცებს, რომ ღამის კლუბის თანამშრომლებმა კლიენტებს, თურქეთის მოქალაქეებს,  თანხა გამოსძალეს. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ, ბრალდებულების გარდა, ღამის კლუბში სხვა თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, რომლებსაც დანაშაულში ბრალი მიუძღვით, მაგრამ პროკურატურამ ისინი მხოლოდ მოწმეების სახით დაკითხა, აცხადებს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

გამოძიება ღამის კლუბის თანამშრომლებს   შეკვეთილი სუფრისთვის 17 ათას 100 ლარის გადახდას, ცემისა და გაუპატიურების მუქარაში ედავება.

საქართველოს ერთი  და   თურქეთის 3 მოქალაქე კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 9 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

ამავე კატეგორიაში