ქვეყანას ახალი კონსტიტუცია აქვს

13 ოქტომბერი 2017, 00:00 3840 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. რიგგარეშე სხდომაზე  კენჭისყრის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 117 ხმა 7-ის წინაღმდეგ  ცვლილებების თავდაპირველი რედაქცია დამტკიცდა. მანამდე კი დეპუტატებმა კენჭი უყარეს გიორგი მარგველაშვილის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს. 

საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა ასევე კენჭი უყარეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელზეც უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და პირვანდელი რედაქცია 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში