ბათუმის “დინამო” გორის “დილას” დაუპირისპირდება

12 ოქტომბერი 2017, 00:00 4194 ნახვა

ხვალ, "რაგბი-არენაზე"  ბათუმის “დინამო” გორის “დილას” შეხვდება. ორივე გუნდი ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. "დინამომ" ეროვნული ლიგის 29-ე ტურისთვის მოსამზადებელი ვარჯიში უკვე გაიარა.

შეხვედრა 20 საათზე დაიწყება, მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ხვალ მთავარი 21 საათზე ეთერში არ გავა.

ამავე კატეგორიაში