კალიფორნიაში ხანძრის დროს ხანდაზმული ცოლ-ქმარი დაიწვა

12 ოქტომბერი 2017, 00:00 3694 ნახვა

ჩრდილოეთ კალიფორნია, რომელიც სტიქიური უბედურების ზონად გუშინ გამოცხადა, კვლავ ცეცხლის ალშია გახვეული. გარდაცვლილთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, 160 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად ითვლება.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჩრდილოეთ კალიფორნიის ''ღვინის რეგიონში''. გარდაცვლილთა შორისაა ხანდაზმული წყვილი, რომლებმაც ერთმანეთი 80 წლის წინ სკოლაში გაიცნეს. დაქორწინებიდან 75 წლის იუბილე კი შარშან აღნიშნეს.

როგორც გარდაცვლილი წყვილის შვილი მიკი რიპეი ყვება, მამა- ჩარლზ რიპეი 100 წლის,  დედა - სარა კი 98 წლის იყო.  მათი სიყვარულის მრავალწლიანი ისტორია უამრავ ბედნიერ წამებს ითვლის, ,,ისინი ერთად წავიდნენ, რადგან უერთმანეთოდ ვერ იარსებებდნენ“.

ადგილზე მისული მეხანძრე განმარტავს, რომ მათი გადარჩენა შეუძლებელი იყო. „მთელი ქალაქი ცეცხლის ალშია გახვეული, შენობა მოულოდნელად და რამდენიმე წუთში დაიწვა“ - იხსენებს ის.

,,მათი ცხოვრების მოგონებები, 12 შვილიშვილისა და 9 შვილთაშვილის ოჯახის ფოტოები ცეცხლში დაიფერფლა. ის ფაქტი, რომ ისინი ერთად წავიდნენ ალბათ ის არის, რაც მათ სურდათ“ - აცხადებენ ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებთან საუბრისას ოჯახის წევრები.  

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში