მეუფე პეტრე: "ვისაუბრეთ ჩემს საკითხზეც, თუმცა გაფრთხილება არ მიმიღია"

11 ოქტომბერი 2017, 00:00 2160 ნახვა

საპატრიარქოში სინოდის საგანგებო სხდომა დასრულდა. მეუფე პეტრეს შეფასებით ეს იყო პოზიტიური შეხვედრა, სადაც ყველაფერზე ისაუბრეს, მათ შორის მის განცხადებებზე მედია საშუალებებში, თუმცა მას შენიშვნა სინოდზე არ მიუღია. 

"დღევანდელი სხდომა არის წინ გადადგმული ნაბიჯი ეკლესიისთვის. დღევანდელ სხდომაზე ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, მათ შორის ჩემს შესახებაც, თუმცა გაფრთხილება არ მიმიღია"  - განაცხადა მეუფე პეტრემ. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში