მეუფე პეტრე: ''დაე ჩემით დაიწყოს და დამთავრდეს ეკლესიაში განწმენდა''

11 ოქტომბერი 2017, 00:00 2945 ნახვა

მოულოდნელად ჩანიშნულ სინოდის სხდომაზე განსახილველი საკით​ხებში მოხვდება თუ არა ​მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებები ან იმსჯელებენ თუ არა ე.წ. ციანიდის საქმეზე უცნობია. მეუფე პეტრემ ამ თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ არც მას ​ჰქონდა ინფორმაცია სინოდის სხდომის და მასზე განსახილველი საკითხების შესხებ. 

კითხვაზე, შეიძლება თუ არა მის მიერ გაკეთებული განცხადებები გახდეს განხილვის საგანი მეუფე პეტრემ განაცხადა: " დაე ჩემით დაიწყოს და დამთავრდეს ეკლესიაში განწმენდა"

იმედი გამოთქვა წმინდა სინოდი სხდომა ჩატარდება ობიექტურად, ​მიუკერძოებლად და სამართლიანად.

წმინდა სინოდს 47 წევრი ყავს, ისინი ბოლოს დეკანოზ გიორგი მამალაძის წინასწარი პატიმრობის შეფარდების დროს შეიკრიბნენ. უცნობია დადგება თუ არა სინოდის დღის წესრიგში ე.წ. ციანიდის საქმეც

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში