საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომაა ჩანიშნული

11 ოქტომბერი 2017, 00:00 1685 ნახვა

დღეს 12 საათზე საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომაა ჩანიშნული. დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ სინოდი დღეს საგანგებოთ პირველად შეიკრიბა, თუმცა რაზე იმსჯელებნ ჯერ ჯერობით უცნობია. 

"დიდი ხანია მზადდებოდა სინოდის სხდომა, გადაწყდა რომ დღეს ჩატარედება, ვერაფერს გეტყვით სანამ სინოდის სხდომა არ დასრულდება და დასრულების შემდგე განცხადებას გააკეთებს სხდომის მდივანი" განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა. 

“მე არ ვიცი და დარწმუნებული ვარ მღვმდელმთავრებმაც არაფერი იციან, განსახილველ საკითხებს სხდომის შემდეგ გაიგებთ. ფაქტი , რომ გუშინ გამოცხდდა სხდომა, მოგვიწია ჩამოსვლა და ალბათ ბევრი ვერ იქნება სინოდის სხდომაზე. როგორც ჩანს, რაღაც საგანგებო შეხვედრაა.  ვნახოთ, ალბათ უწმინდესი იტყვის. ჩვენ ვარაუდებისგან შორს ვართ, რეალობას ვნახავთ “, - განაცხადა ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა. 

 

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში