კომისიის წევრებზე განხორცილებულ ზეწოლის ფაქტს უარყოფენ თავად კომისის წევრები

09 ოქტომბერი 2017, 00:00 2912 ნახვა

დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ  საუბნო საარჩევნო კომისიების 18 წევრზე ზეწოლა ხორციელდებოდა. მათი მტკიცებით, კომისიის წევრებმა უკანონო ქმედებებზე უარი განაცხადეს, რის გამოც მათზე ზეწოლა განხორციელდა და კომისიის დატოვების შესახებ დააწერინეს განცხადებები.

 ამ ბრალდების დადასტურება თავად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ვთხოვეთ, რომლებმაც კომისიიდან წასვლის შესახებ დაწერეს განცხადება.  ბათუმის #44 საარჩევნო უბნის წევრი რამაზ თებიძე, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ამბობს,რომ  სხვა სამსახური გამოუჩნდა და მას შემდეგ დაწერა წასვლის შესახებ განცხადება. მისივე მტკიცებით არანაირი ზეწოლა მასზე არ ყოფილა. მსგავსი პოზიცია აქვს საუბნო კომისიის სხვა წევრებსაც.

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში