''ფრანის''  კონცერტი  ფესტივალის  დასკვნით  დღეს

08 ოქტომბერი 2017, 00:00 2117 ნახვა

სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა” დასრულდა. ევროპის მოედანზე შეკრებილებისთვის დასკვნითი დღის  ბოლოს ჯგუფ “ფრანის”  კონცერტი გაიმართა. მანამდე კი ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრების განწყობაზე სხვადასხვა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ჯგუფებმა იზრუნეს.  

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აჭარული სოფლის პროდუქტების  გამოფენა-გაყიდვა, ასევე მასტერკლასები ჩურჩხლის ამოვლებასა და ჭაჭის გამოხდაში. ფესტივალის სტუმრებმა სპეციალურად მოწყობილ საწნახელში  ყურძენი დაწურეს.

ამავე კატეგორიაში