ტურნირი ფრენბურთში

07 ოქტომბერი 2017, 00:00 1937 ნახვა

ბათუმში ბულვარის ქვიშის მოედანზე აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ჩემპიონატი მიმდინარეობს. გათამაშებაში 8 ქვეყნის  სამოცი სპორტსმენი ასპარეზობს. ტურნირი ბათუმში მეოთხე წელია ტარდება,  ბათუმის მერიის და საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის მხარდაჭერით.

შეჯიბრი ქალებსა და მამაკაცებში ტარდება, სპორტსმენებს საქართველოში მოპოვებული ქულები მსოფლიოს რეიტინგის კლასიფიკაციაში ეხმარება. ფინალური შეხვედრები ხვალ 5 საათზე გაიმართება, სპორტსმენები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან. ორშაბათიდან კი ბათუმის ბულვარის ქვიშის მოედანი, საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი