ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ავარია ბათუმში

04 ოქტომბერი 2017, 00:00 25396 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე. გარდაიცვალა ერთი კაცი, მეორე კი დაშავდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან. მედიკოსების თქმით, ავარიის დროს დაშავებულ პირს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და ის კლინიკაში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

თვითმხილველების თქმით მსუბუქი ავტომობილი სწრაფად მოძრაობდა. გზაზე მოცურდა, ჯერ გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა, შემდეგ კი მეორე ავტომობილს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამ წუთებშიც მუშაობენ. აეროპორტის გზატკეცილზე რამდენიმე წუთის განმავლობაში მოძრაობა შეფერხებული იყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია . 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში