უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ბრალდებას არ ეთანხმება

04 ოქტომბერი 2017, 00:00 3751 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, იურისტი ლადო მგალობლიშვილი თვლის, რომ საკანომდებლო უწყების  ოფიციალურ სოციალურ გვერდზე საარჩევნო აქტივობის გამოქვეყნება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ არის.  

ლადო მგალობლიშვილმა განცხადება სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა, სადაც მოსამართლე ლაშა თავართქილაძე იმსჯელებს დაარღვია თუ არა კანონი  უმაღლესი საბჭოს თანამშრომელმა გოგიტა გოგიტიძემ, როცა საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ფბ გვერდზე მმართველი გუნდის საარჩევნო აქტივობის შესახებ ინფორმაცია განათავსა . 

ბათუმის #79 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ფაქტი კანონდარღვევად შეფასდა. გაიზიარებს თუ არა ოლქის გადაწყვეტილებას მოსამართლე და დაჯარიმდება თუ არა 2000 ლარით საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომელი, სასამართლოს დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 

ანალოგიურ შემთხვევაზე, გუშინ, აჭარის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელს, ფინანსური სანქციის ნაცვლად, სიტყვიერი შენიშვნა მიეცა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მიიჩნია, რომ ქმედება მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევა იყო. როგორც სამინისტროს, ისე უმაღლესი საბჭოს თანამშრომლელმა უწყებების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდებზე მერობის კანდიდატების წარდგენის ფოტო და ვიდეომასალები ატვირთეს. 

ერთადერთი პირი, ვიცც სასამართლომ საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის დააჯარიმა, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელია. 

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი