ევროპის საუკეთესო ტურისტული ღირსშესანიშნაობა

03 ოქტომბერი 2017, 00:00 2602 ნახვა

ირლანდიის სპაიკის კუნძულზე ყოფილი ციხის შენობა ევროპის საუკეთესო ღირსშესანიშნაობად აღიარეს "უორლდ თრეველ ევარდსი" კონკურსზე, რომლის შედეგები პირველ ოქტომბერს გამოაქვეყნეს.  

ციხემ, რომელსაც ირლანდიურ "ალკატრას" უწოდებენ, ისეთი კონკურენტები ჩამოიტოვა, როგორიცაა რომის კოლიზეუმი, პარიზის ეიფელის კოშკი და ლონდონის ბუკინგემის სასახლე.  თავდაპირველად  მე-6-ე საუკუნეში აგებული კომპლექსი მონასტერი იყო. მე-18-ე საუკუნეში  მასში სამხედრო გარნიზონი განთავსდა, ხოლო მე-19-ე საუკუნეში ციხედ გადააკეთეს.  

ციხე კუნძულზე 2004 წლამდე მოქმედებდა. იქ ერთდროულად 2 ათას 300 პატიმრის მოთავსება იყო შესაძლებელი. 2016 წელს ციხის კომპლექსი ტურისტულ ღირსშესანიშნაობად გადააკეთეს.

ამავე კატეგორიაში