პლებისციდი კატალონიაში

02 ოქტომბერი 2017, 00:00 2169 ნახვა

მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო დღეს ესპანეთი და ნევადას შტატი ამერიკაში. სროლის შედეგად ლას-ვეგასში 60-მდე ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა. მათ შორისაა საქართველოს ერთი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ”  აიღო. ე.წ. რეფერენდუმის შემდეგ, არეულობის შედეგად კი კატალონიაში დაშავებულთა რიცხვმა 900-ს გადააჭარბა.

არალეგიტიმურ რეფერენდუმს არ აღიარებს ევროკაშვირი, რეგიონის მეთაური კი შედეგების შესრულებას ითხოვს. კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის საკითხს არაღიარებულ რეფერენდუმში მონაწილეების უმეტესობამ მხარი დაუჭირა. ხმის მიცემის პროცედურა, ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად გუშინ ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში