დღეს ''მთავარი 9''-ზე ნახავთ

02 ოქტომბერი 2017, 00:00 1830 ნახვა

• ქობულეთში კვლავ სტიქიას ებრძვიან. რთული ვითარებაა სოფელ კვირიკესა და ჩაისუბანში. მიწის მასა ჩამოწვა ორ საცხოვრებელ სახლთან, ჩაინგრა ერთი სახლის აივანი. ცოტა ხნის წინ კი კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე აჭყვა. სოფო მაკარაძე მუშაობს სტიქიის ზონაში და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის რამდენიმე წუთში მთავარში 9-ზე.  

• მშენებლობაზე დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ირინე წუწუნავა არკვევდა სად არის სუსტი რგოლი? ეს არის ბიზნსესსუბიექტების გულგრილი დამოკიდებულება და ნორმების დაუცველობა, თუ კანონმდებლობა, ანუ ინსპექტირების ნაწილი? ნახევარ საათში ჩავრთავთ ირინესაც პირდაპირ ეთერში.   

• კიდევ ერთი სფერო, რომელშიც უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოიკვეთა - მას შემდეგ, რაც ბათუმში მოძრავი გაზგასამართი სადგური აფეთქდა და შემთხვევა ფატალურად დასრულდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ხელისუფლებას აკრიტიკებენ.  რა დაადგინა გამოძიებამ? ემზარ დიასამიძე არკვევს დეტალებს. 

• ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 19 დღე რჩება – როგორია წინასაარჩევნო გარემო? უწყებათაშორისი კომისია დარღვევებზე საუბრობს, მათ შორისაა ძალადობის 6 ფაქტი, სხვისი ქონების განზრახ დაზიანების 3 და უფლებამოსილების გადამეტების 1 შემთხვევა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი კი ყურადღებას ამახვილებს არაკონკურენტულ გარემოზე. შეფასებები თეონა ხარაბაძემ მოისმინა და დეტალებს ცოტა ხანში მოგვიყვება. 

ეს ამბები, ასევე, რა თქმა უნდა, ამინდის პროგნოზი და სპორტი - პირდაპირ ეთერში ნახევარ საათში დავბრუნდებით. 

ამავე კატეგორიაში