ბათუმში არჩევნებს მოხალისეები დააკვირდებიან

02 ოქტომბერი 2017, 00:00 3947 ნახვა

პროექტ "ისარს", რომელიც არასამთავრობოს ეგიდით თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატობის კანდიდატის ნინო ჯინჭარაძის დაფუძნებული ორგანიზაცია ახორციელებს. ნიციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ჯაფარიძე პარტიის წევრი აღარ არის და ის თავის საქმიანობას დაუბრუნდა მესამე სექტორში.

„ისრის“ წევრების კი აცხადებენ, რომ არჩევნებზე მათი ჩართულობა სამოქალაქო აქტივიზმს უკავშირდება და ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესებს თანაბრად დაიცავენ.

„ისარი“ ახალი პროექტია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "აჭარის განვითარების ცენტრი" ახორციელებს. ორგანიზაციის წევრები არჩევნებს წელს პირველად დააკვირდებიან. მათი ინფორმაციით, მოხალისეები სოციალურ ქსელში გავრცელებული აპლიკაციების შევსების საშუალებით შეიკრიბნენ. ორგანიზაციაში ამ დროისთვის 200-მდე მოხალისეა რეგისტრირებული, მათ სპეციალური ტრენინგები უტარდებათ და ბათუმის ყველა საარჩევნო უბანზე განაწილდებიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი