დარღვეული ვადები

17 ივნისი 2016, 00:00 3048 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში, პირველი მაისისა და მერისის ამბულატორიებისთვის მაღალი გამავლობის ავტომობილების შესაძენად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 52 ათასი ლარი გამოიყო. გამარჯვებულ კომპანიას ავტომობილები ქედის გამგეობისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში უნდა მიეწოდებინა, თუმცა ინმეწარმე მანუჩარ დუმბაძე ვადებში ვერ ჩაეტია,  რის გამოც,  კომპანია  ათასი  ლარით დაჯარიმდა. ქედის გამგეობის ინფორმაციით,  კომპანიასთან   სამართლებრივი პროცედურები უკვე დასრულებულია და ამბულატორიებს ავტომობილებს უახლოეს დღეებში გადასცემენ.

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი