პრემიერ-მინისტრთან ოფიციალური შეხვედრის დროს ანგელა მერკელმა ეკონომიკის ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებულ რეფორმებს გაუსვა ხაზი

16 ივნისი 2016, 00:00 2487 ნახვა

“მერკელი: მეგობარი და კარგი პარტნიორი, - ამ სათაურით, გერმანიის ფედერალური მთავრობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით, საკუთარ ვებ-გვერდზე ვრცელ მასალას აქვეყნებს. სტატიაში  საუბარია  ქვეყნებს შორის   ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა  და   გერმანიის კანცლერის მხრიდან საქართველოს მიმართ  ვიზალიბერალიზაციის პროცესში სრულ  მხარდაჭერაზე.    პრემიერ-მინისტრთან   ოფიციალური შეხვედრის დროს ანგელა მერკელმა ეკონომიკის ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებულ  რეფორმებს გაუსვა ხაზი და  აღნიშნა, რომ „ეს იქნება კარგი საფუძველი გერმანულ საწარმოებთან კავშირების  გასაღრმავებლად“.    მისი შეფასებით,    საქართველომ  დიდ პროგრესს მიაღწია   საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და გამჭვირვალეობის კუთხით. 

ამავე კატეგორიაში