ემზარ მამულაძე თურქ მებაჟეებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

27 სექტემბერი 2017, 00:00 5182 ნახვა

საქართველოს მოქალაქე ემზარ მამულაძე თურქ მებაჟეებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით, დღეს მეზობელ ქვეყანაში იმყოფებიდა უკან დაბრუნებისას სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, თურქეთის მონაკვეთზე მებაჟეებმა ოთახში შეიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამბობს, რომ მიზეზად ორი დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუ დაუსახელეს, რომელიც თურქი მებაჟეების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობას შეეხებოდა.

ემზარ მამულაძის თქმით, მას ტელევიზიის ეთერში გასული მასალა ტელეფონით უჩვენეს და განმარტებები მოსთხოვეს. ირწმუნება, რომ ერთ-ერთი მებაჟის ბრძანებით ვიდეოთვალი გამორთეს, რათა მომხდარი არ დაფიქსირებულიყო. მამულაძე გონიოს პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ამ დროისთვის იგი ექსპერტიზაზეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში