11-12 მარტის მოვლენებზე პოლიციის დეპარტამენტის უფროსი დაიკითხა

25 სექტემბერი 2017, 00:00 6085 ნახვა

ახალი დეტალები 11-12 მარტის ბათუმის აქციის საქმეში – უცნობია არსებობს თუ არა ჩანაწერები, თუმცა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი აცხადებს, რომ აქციის ღამეს მას ორგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე დაუკავშირდა და გზის გათავისუფლება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ ხალხის აგრესიას მისკენ მიმართავდა.

გოგნიაშვილი დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს. პოლიციის უფროსმა დაცვის მხარის კითხვაზე - რატომ არ გაატარეს სამართალდამცველებმა აქციის დაშლისთვის ღონისძიებები დროულად, უპასუხა რომ ხალხი იყო აგრესიული და დაკავებების უფრო ადრე დაწყებას შესაძლოა მოჰყოლოდა მსხვერპლი. თამუნა გაზდელიანმა მოისმინა პოლიციის უფროსის პირველი ჩვენება სასამართლოს წინაშე, ასევე მოგვიყვება რა პასუხები და რეაქცია ჰქონდათ ბრალდებულებს გოგნიაშვილის ბრალდებებზე. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში